დღეს ვიმსჯელეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე, შეფასების სქემებზე, პროექტში სხვადასხვა სახის შეფასების გამოყენებაზე, მოსწავლეთა და კოლეგების ჩართვაზე შეფასებებში. ასევე წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ამ დავალებამ ნათლად დამანახა, რა აქტივობებს უნდა მივმართო, რომ მოსწავლეებმა წარმატებულად შეასრულონ დავალება.
Intel - მაია ქურდაძე
суббота, 12 апреля 2014 г.
воскресенье, 6 апреля 2014 г.
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე ჩვეულებისამებრ საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ნამუშევრები, ტრენერმა მოგვცა რჩევები და მითითებები რომელსაც გავითვალისწინებ როგორც ამ პროექტზე მუშაობისას ასევე სხვა პროექტზე მუშაობის დროს. კარგი პროექტის დაგეგმვა დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს, იმედი მაქვს შევძლებ ჩემი პროექტის სრულყოფას.
суббота, 5 апреля 2014 г.
ტრენინგის მეოთხე დღე
პროექტის მეოთხე დღეს არ გვქონდა ინტერნეტი. მაგრამ ამ პრობლემის მიუხედავად მაინც საინტერესოდ წარიმართა ტრენინგი. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. განვიხილეთ შეფასებების ფორმები, როლი და მნიშვნელობა პროექტზე მუშაობისას და მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისათვის.
ტრენინგის მესამე დღე
მესამე დღეს განვიხილეთ ჩვენი პროექტის გეგმები, გავაანალიზეთ ერთმანეთის ნამუშევრები და პროექტები. რესურსების მეშვეობით შევეცდები ეტაპობრივად სრულვყო ჩემი გეგმა, რათა ის პასუხობდეს ე.ს.გ-ს, 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს და მარალ სააზროვნო უნარებს. დღის ბოლოს გაითიშა ინტერნეტი, რის გამოც უფრო მეტი დრო დავუთმე პროექტზე მუშაობას.
воскресенье, 16 марта 2014 г.
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს განვიხილეთ რესურსები და მათი მნიშვნელობა პროექტის წარმატებით განხორციელებაში. იმედი მაქვს მომდევნო ტრენინგები დამეხმარება მიღებული ცოდნის სრულყოფაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი პროექტის შექმნაში.
суббота, 15 марта 2014 г.
ტრენინგის პირველი დღე
ჩემთვის დღე საინტერესოდ დაიწყო. როდესაც ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგ-მოდულის საკვანძო საკითხები გამეხარდა რადგან ჩემთვის ბევრი თემა ნაცნობი აღმოჩნდა. ტრენინგის მსვლელობისას კი გამოჩნდა ბევრი დეტალი რომლის შესახებაც არ ვიცოდი, მათი გამოყენებით უფრო გამიადვილდება ინტერნეტში მუშაობა. დღის ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ მე მინდა კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტების დაგეგმა, რომლის დროსაც ჩემი მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ჩართელები სამუშაო პროცესში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)