დღეს ვიმსჯელეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე, შეფასების სქემებზე, პროექტში სხვადასხვა სახის შეფასების გამოყენებაზე, მოსწავლეთა და კოლეგების ჩართვაზე შეფასებებში. ასევე წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ამ დავალებამ ნათლად დამანახა, რა აქტივობებს უნდა მივმართო, რომ მოსწავლეებმა წარმატებულად შეასრულონ დავალება.
суббота, 12 апреля 2014 г.
воскресенье, 6 апреля 2014 г.
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე ჩვეულებისამებრ საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ნამუშევრები, ტრენერმა მოგვცა რჩევები და მითითებები რომელსაც გავითვალისწინებ როგორც ამ პროექტზე მუშაობისას ასევე სხვა პროექტზე მუშაობის დროს. კარგი პროექტის დაგეგმვა დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს, იმედი მაქვს შევძლებ ჩემი პროექტის სრულყოფას.
суббота, 5 апреля 2014 г.
ტრენინგის მეოთხე დღე
პროექტის მეოთხე დღეს არ გვქონდა ინტერნეტი. მაგრამ ამ პრობლემის მიუხედავად მაინც საინტერესოდ წარიმართა ტრენინგი. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. განვიხილეთ შეფასებების ფორმები, როლი და მნიშვნელობა პროექტზე მუშაობისას და მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისათვის.
ტრენინგის მესამე დღე
მესამე დღეს განვიხილეთ ჩვენი პროექტის გეგმები, გავაანალიზეთ ერთმანეთის ნამუშევრები და პროექტები. რესურსების მეშვეობით შევეცდები ეტაპობრივად სრულვყო ჩემი გეგმა, რათა ის პასუხობდეს ე.ს.გ-ს, 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს და მარალ სააზროვნო უნარებს. დღის ბოლოს გაითიშა ინტერნეტი, რის გამოც უფრო მეტი დრო დავუთმე პროექტზე მუშაობას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)